ფაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - მიხეილ სააკაშვილი

08.06.26 13:39
ფაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - მიხეილ სააკაშვილი

 

 

სომეხ ხალხს ეყო სიბრძნე, მის უმრავლესობას აერჩია სწორი მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი სომხეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას იმავე მეთოდით ცდილობდა, როგორც ეს საქართველოში გააკეთა, თუმცა იქ ეს არ გამოუვიდა.

პაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - დააპატიმრა კარაპეტიანი, - თქვა მან პროცესზე. 

სომეხ ხალხს ეყო სიბრძნე, მის უმრავლესობას აერჩია სწორი მიმართულება. სომხეთს ჰქონდა თვალწინ საქართველოს გამოცდილება. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთი სპეცოპერაცია, როგორიც საქართველოში. დააკვირდით, როგორ სდევნიდნენ პაშინიანს. შემდეგ ელი არ შეუშალეს რუსებმა და პირიქით, ხელი შეუწყვეს ახალ ომს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პაშინიანი დაემხობოდა - არ დაემხო, ამის შემდეგ გამოაგორეს რუსი ოლიგარქი, იქაური ივანიშვილი - კარაპეტიანი. პაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე - დააპატიმრა კარაპეტიანი, საშინაო პატიმრობა ჰქონდა და უკვე გამოშვებულია, - თქვა პროცესზე სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები