პატიმარ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს ეკისრება - ბექა დავითულიანი

18.11.21 19:08
პატიმარ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს ეკისრება - ბექა დავითულიანი

,,ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას პენიტენციურ სამსახურს აკისრებს. დავითულიანის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა იმოქმედოს შიმშილობის პროტოკოლის მიხედვით და ყველა ღონისძიება გაატაროს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მმართველი გუნდის წარმომადგენლისთვის წარმოუდგენელია, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როცა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე.

თუ გონება დაკარგა, პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ. პასუხიმგებლობა არის 2 მიმართულებით, პირველი - ეს არის პენიტენციური სამსახური, რომელიც პასუხს აგებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეორე არის პატიმარი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და იწყებს შიმშილობას.

რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემა იღებს გადაწყვეტილებას და რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს. პენიტენციური ვალდებულია, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რომ პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემართოს. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს, ამაზე რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვინმემ, არ მესმის.

პატიმარი სააკაშვილი მოითხოვდა გათავისუფლებას და ამის გამო შიმშილობდა. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდა უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე. ეს შიმშილობის შეწყვეტისგან მას ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა. პენიტენციურმა თქვა, რომ 2000 კაცი ნაშიმშილევი მყავს ნამკურნალები და შესაბამისად, მაქვს ამის გამოცდილება და პატიმარ, პაციენტ სააკაშვილსავ უკეთესად ვუმკურნალებო. 

სიტუაცია რომ არ გართულდეს და არ დაიძაბოს, სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ - განუცხადა ბექა დავითულიანმა ტვ პირველს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა და ის საკაცით გაიყვანეს შეხვედრათა ოტახიდან.

მსგავსი სიახლეები