სასახლის ღობის საქმე: ვის [არ] უფორმდება საპროცესო შეთანხმება
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული პირებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 პირს უფორმდება - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა.
ჩამოთვლილი 6 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან მას გათავისუფლდებიან, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს.
ყველა მათგანს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
ბრალდებული 14 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე უფორმდებათ შემდეგ ბრალდებულებს:
- გიორგი რურუას,
- ლაშა ივანაძეს
- გიორგი ქორქიას,
- ხვიჩა გოგოხიას,
- ლევან ჯიქიას,
- სერგო მეგრელიშვილს.
საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ შემდეგ პირებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ:
- ვლადიმერ გველესიანს,
- ზურაბ ჭავჭანიძეს,
- ანტონ ვარდანიძეს,
- ამირან დოლიშვილს,
- სულხან ტუღუშს,
- ალექსანდრე ჩილაჩავას,
- გენადი კუპრეიშვილს,
- რამაზ მამულაძეს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.
შენიშვნა: ფოტო - ტაბულა