სუვერენიტეტი „მარწყვზე“ არ იცვლება - პაპუაშვილი EU-ს ისევ აკრიტიკებს
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან არსებული უთანხმოება ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ კრიტერიუმებს აღარ ეხება და ბრიუსელი საქართველოს წინაშე პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, "ოცნება" არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას დააზიანებს.
საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტსი პატივისცემიდან. ასე რომ, სამწუხაროა ის, რომ ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები. სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება, - ამბობს პაპუაშვილი.
"ქართული ოცნება" 11 ივნისს ბრიუსელში მოლაპარაკებვისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის დირექტორს, გიორგი ტაბატაძეს აგზავნის.
დიპლომატიურ წრეებში 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი - უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ, რასაც არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.