გაძევება პატიმრობის ნაცვლად - ვის შეეხება ახალი წესი?
შეძლებს თუ არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე ახალი კანონით, რომელიც პარლამენტში შევიდა? - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა ახალი პაკეტი „მიგრაციული პროცესების მართვის მიზნით“, რაც უცხოელთა საქართველოში ყოფნისა და ბინადრობის წესებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს.
- კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდადებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას - საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
იურისტები ამბობენ, რომ სააკაშვილი ამ კრიტერიუმებში ჯდება - ის საქართველოს მოქალაქე არ არის და სასჯელის ნაწილიც, თითქმის ხუთი წელი უკვე მოხდილი აქვს.
რას ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ცვლილებებზე?
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში და უცხოელი მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სასჯელს იხდიან სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის. წესდება ახალი მექანიზმი ეს არის დარჩენილი სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორიც არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ის უცხოელი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის კანონით გათვალისწინებულ ვადას, ადგილობრივ საბჭოს ექნება უფლება-მოსილება დარჩენილი საპატიმრო სასჯელი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორიც არის ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს სახელმწიფო რესურსის დაზოგვას ხელს"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
როგორია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის პოზიცია?
მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მის პატიმრობას მრავალი წელი ითხოვდა ვლადიმერ პუტინი. ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიების გამო არის ბიძინა ივანიშვილი ციხეში და სიმართლე რომ გითხრათ, ეს დადასტურებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ევროპარლამენტის რეზოლუციებში ცალსახად არის მისი გათავისუფლების მოთხოვნა ამას ცალსახად ამბობს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. მიხეილ სააკაშვილი, უკვე 6 წელია ციხეშია, არაერთხელ გამხდარა არაადამიანური მოპყრობის ობიექტი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ის შემზარავი კადრები, რომელიც გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, ვინც ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ქვეყანა პრაქტიკულად სხვა ვექტორზე გაიყვანა.
ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული უნდა იყოს, იგივეს საუბრობს ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი.
მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ეხება ეს ცვლილება, მისი თავისუფლება აუცილებელია, თუნდაც ქვეყნისთვის. ქართველ ხალხს არ სჭირდება დატყვევებული პრეზიდენტი, არ სჭირდება პოლიტიკური პატიმრები. ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და როგორ ფიქრობს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს, ვერ გეტყვით. ციხე იღება გარედან და ნებისმიერ შემთხვევაში, მისი თავისუფლებაზე ყოფნა, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური ტყვეს გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, უკრაინა რამდენიმე წელია, ოფიციალურად ითხოვს, გადასცენ მიხეილ სააკაშვილი.