საქართველო შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების „სატესტო შემთხვევა“ გახდეს - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

08.06.26 17:22
საქართველო შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების „სატესტო შემთხვევა“ გახდეს - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

 

 

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გააკეთა. ამის შესახებ მან "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუშ ისაუბრა.

მისი შეფასებით, 11 ივნისის შეხვედრა საქართველოსთვის „ბოლო გაფრთხილების“ ხასიათს ატარებს, ხოლო თუ თბილისი პოზიციას არ შეცვლის, მომავალში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს.

იოზვიაკის თქმით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება "ოცნების" ხელისუფლების ქმედებების მიმართ და არსებობს შეშფოთება, რომ ქვეყანა სათანადოდ არ ერთვება დიალოგის პროცესში. მისი განცხადებით, თუ გაფრთხილებებს კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება, ბრიუსელში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ევროკავშირი უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას განიხილავს.

 

ევროკავშირმა, აქობრივად, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთა, მათ არ შეუსრულებიათ. დიპლომატიური პასპორტების მოქმედების შეჩერება კვლავ ძალაშია. საქართველო, როგორც ჩანს, სათანადოდ არ ერთვება პროცესში, ასე რომ, ეს შეხვედრა გახდა, ასე ვთქვათ, როგორც ერთი ბოლო გაფრთხილება. ამ შეხვედრიდან საბოლოო არაფერი გამოვა, საბოლოოდ რა მოხდება, ეს დეკემბერში ან იანვარში გადაწყდება, მაგრამ ეს მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება, რადგან საქართველო, როგორც აქ ოფიციალური პირებისგან მესმის, მათ არ ადარდებთ და ისინი, როგორც ჩანს, არ არიან მზად, რომ რაიმე პოზიტიურში ჩაერთონ. ასე რომ, ისეთი რამ, რაც საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი უნდა იყოს, თბილისისთვის ძალიან რთულად გამოყურება და ეს არის დიდი საფიქრალი ბრიუსელში. არავის სურს, რეალურად დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ისინი არაფერს გააკეთებენ, თუ ისინი, ევროკავშირი გააფრთხილებენ, გააფრთხიელებენ და არაფერი მოხდება, რაღაც მომენტში ისინი იტყვიან, "კარგით, მეგობრებო, თქვენ აშკარად აღარ ხართ დაინტერესებულები, ჩვენ რაღა უნდა ვქნათ?", მაგრამ ეს რეალურად შეიძლება, მოხდეს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისინი არასდროს შეუჩერებენ ვიზებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მათ ძალიან, ძალიან უყვართ ეს ხალხი. მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირიც ცოტა უფრო მკაცრი ხდება. ისინი ამას უყურებენ ცოტათი როგორც ქველმოქმედებას და ყველას არ შეუძლია, უბრალოდ მოვიდეს ევროკავშირში ნებისმიერ დროს. ასე რომ, მე ცოტათი ვნერვიულობ ქართველების გამო, რომ ეს გახდება როგორც საპილოტე ტესტი , საცდელი შემთხვევა.... რომ ისინი დაინახავენ როგორ მუშაობს ეს და ისინი გამოსცდიან ამ შეჩერების მექანიზმს. მათ ეს მანამდე არასდროს გამოუცდიათ. ასე რომ, საქართველო შეიძლება იყოს სატესტო შემთხვევა. ევროკავშირის მრავალ წევრ ქვეყანას მართლაც ყელში ამოუვიდა და დაიღალა საქართველოსგან და ქართველი დიპლომატების ქცევისგან. გახსოვთ, რომ უნდა გამართულიყო ეს დიალოგი ადამიანის უფლებების შესახებ? ის არასოდეს შემდგარა და მათ ევროკავშირში ნამდვილად შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ამის გამო. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ეს ხდება. ყველაფერი გროვდება, იცით, და რაღაც მომენტში, იქნება ბოლო წვეთი, რომელიც მოთმინების ფიალას აავსებს.  მათ სურთ, ქართველებმა რეალურად გააცნობიერონ, რომ ეს შეიძლება სერიოზული იყოს, - ამბობს იოზვიაკი. 

 

რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან როგორც სავიზო და მიგრაციულ, ისე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე პროგრესს კვლავ ვერ ხედავს. მისი შეფასებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, შემოდგომისთვის ბრიუსელში შესაძლოა დღის წესრიგში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების საკითხი უფრო რეალისტურ ალტერნატივად განიხილონ, ვიდრე უვიზო რეჟიმის შეჩერება.

პირობები იგივეა, რასაც ყოველთვის ამბობდნენ. ეს არის კანონები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების შესახებ კანონები. თუმცა, ეს ასევე არის ძალიან ტიპური ვიზის საკითხებიც, რომლებიც ძირითადად არ წყდება, იცით, რეგისტრაციიდან დაწყებული, ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილებით დამთავრებული --- ყველა ამგვარი საკითხი, რასაც არ აკეთებენ. ასე რომ, აქ არის როგორც ვიზის, შინაგან საქმეთა საკითხები, ისე ადამიანის უფლებების საკითხები. ისინი მკაფიოდ არის გაცხადებული. დეკემბრის ანგარიში ამ ნაწილში ძალიან მკაფიოა და ეს სულ უფრო და უფრო უარესდება, ასე რომ, ეს ძალიან აშკარაა. სანქციები, როგორც იცით, არის... ეს სადღაც მაგიდის ქვეშაა, მაგრამ პოტენციურად შეიძლება კვლავ წამოიჭრას, თუ უნგრეთი წესების მიხედვით ითამაშებს. მაშინ მოულოდნელად აღარ აღმოჩნდებიან საქართველოს ისეთი დიდი ფანები. იცით, იყვნენ ისეთი ქვეყნებიი სლოვაკეთი, იტალია და ვფიქრობ, ბულგარეთიც და საბერძნეთიც არ არის დარწმუნებული კვიპროსთან ერთად. ისინი ღიად არ ამბობენ უარს, თუმცა ცოტათი ყოყმანობენ და სხვა რამის გაკეთება სურთ. ასე რომ, რაც მე შემიძლია დავინახო, მაგალითად, როგორც სცენარი არა ახლა, არამედ შემოდგომაზე, იქნება ის, რომ ისინი იტყვიან: კარგით, ჩვენ ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ვაკეთებთ, ან სანქციებს. და ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი იტყვის: მოდით, მაშინ სანქციები გავაკეთოთ, რადგან ეს უფრო კარგია ქართველი ხალხისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები, როგორც გამოსავალი, საბოლოო ჯამში მაინც უფრო სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, - ამბობს იზოვიაკი. 

 

ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები