დატოვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე - შეეხება თუ არა ახალი კანონი მესამე პრეზიდენტს

08.06.26 20:08
დატოვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე - შეეხება თუ არა ახალი კანონი მესამე პრეზიდენტს

დღევანდელი გამოსვლა სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართვით დაიწყო. მისი ადრესატი უკრაინის მოქალაქეები იყვენენ. სააკაშვილი ახლა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა. ეს ფაქტორი კი მას სავარაუდოდ საშუალებას აძლევს ისარგებლო იმ ცვლილებებით, რომელიც კანონში "ქართულ ოცნებას" შეაქვს. დღეს გახდა ცნობილი, რომ უცხოეთის მოქალაქე პატიმრებს, ვისაც სასჯელის ნაწილი აქვს მოხდილი, საქართველოდან გააძევებენ. ანუ პატიმრობის წლებს საკანში გაძევება ჩაანაცვლებს. 

ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს ახალი კანონით, რამდენი წელი უნდა ჰქონდეს მოხდილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ მისი გაძევება შესაძლებელი იყოს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში წერია ფრაზა - სასჯელის ნაწილი. სააკაშვილს ჯამში 11 წელი აქვს მისჯილი საიდანაც თითქმის ხუთი წელი უკვე მოხდილი აქვს. 

დატოვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე ახალი კანონით, რომელიც პარლამენტში შევიდა, ჯერ არავინ იცის. თუმცა ის, ვინც პოლიტიკურ პროცესებს აკვირდება ფიქრობს, ეს შესაძლებელზე მეტად აუცილებელია ყველა აქტორისთვის.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში