მარტო არჩევნებზე - რატომ გაააქტიურა "ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თემა

08.06.26 20:49
მარტო არჩევნებზე - რატომ გაააქტიურა "ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თემა

"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიუჯეტს უზრდის. საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის ბიუჯეტი 58 მილიონ 428 ათასი ლარით განისაზღვრება. ამ ფულს ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების განახლებისთვის და შენობის რემონტისთვის დახარჯავს. მხოლოდ საარჩევნო ადმინისიტრაციის შენობის რემონტზე ერთი მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ვინ გავა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლისთვის მზადება უკვე ოფიციალურად დაიწყო? - დღეს შალვა პაპუაშვილმა მიანიშნა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ექნება რადგან საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს. სომხეთში რუსეთის მარცხის და ევროპული პოლიტიკის მქონე პარტიის გამარჯვების შემდეგ შალვა პაპუაშვივლმა სამიზნეში საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია ამოიღო.    

სულ სხვანაირად ჩატარდა არჩევნები სომხეთში, ფაშინიანმა მის ყველა მთავარ მეტოქეს უფლება მისცა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. მეტიც ფაშინიანის მთავარმა კონკურენტმა პარტიამ არჩევნებზე ხალხის მოსყიდვაც სცადა, თუმცა პარტიის არაერთი წევრი არჩევნების დღეს დააპატიმრეს. დამაჯერებელი გამარჯვება ფაშინიანმა კონკურენტუნარიან არჩევნებში მოიპოვა. "ქართული ოცნებას" კი 2028 წლისთვის, კონკურენტების გარეშე, მარტივი გამარჯვება უნდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები