მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა - ბექა ბასილაია

18.11.21 19:16
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა - ბექა ბასილაია

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მისი თქმით, ინფორმაციას სახალხო დამცველზე დაყრდნობით ასაჯაროებს.

სახალხო დამცველთან გვაქვს კომუნიკაცია. მათ გვითხრეს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მეტი დეტალი არ ვიცი. რახანმთელი ქვეყანა ამაზე დაზაფრულია, არ შემეძლო, ამის შესახებ არ მეთქვა. მოვუწოდებ პენიტენციურს, ინფორმაცია გაასაჯაროვოს - განაცხადა ბექა ბასილაიამ

მსგავსი სიახლეები