ალექს რაუფოღლუ: წარმომადგენელთა პალატა მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ასახავს აშშ-ის შეშფოთებას, რომ "ოცნება" ჩინეთის ორბიტაზე გადადის
RFE/RL-ის ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
მისი ცნობით, კანონპროექტი ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ჩინეთის "ორბიტაზე გადადის".
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საღამოს მიიღებს H.R. 7668-ე კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მიერ კავკასიაში კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. კანონპროექტი ასახავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე გადადის," - წერს ალექს რაუფოღლუ.