ჯო უილსონი: არალეგიტიმური „ ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის
„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ გუნდის რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღების განაცხადა
უილსონმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ "საქართველოში არჩევნები გაყალბდა"
კონგრესმენი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ მარკო რუბიოს ტყუილში დადანაშაულებასაც - ასევე პირდაპირ მოითხოვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
მარიონეტული „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა“, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტყუილში დაადანაშაულა.
ამ თაღლითური რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა უილსონმა.
უილსონის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თანამშრომლობს რეგიონში რუსეთის გავლენის მოსაშორებლად და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
"ქართული ოცნების“ კოშმარულმა რეჟიმმა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივმა დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ახშობს აშშ-ის ბიზნესს და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების რეპრესიები“, - ანიშნა უილსონმა.
უილსონმა განმარტა, რომ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს და შეერთებული შტატები მკაცრად განიხილავს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების მთავარი მიმღები, როდესაც ის თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს ამერიკას და მის პროპაგანდას.
„უნდა აღვადგინოთ ის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იყო. ის ვერ ნორმალიზდება, თუ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება“, - აღნიშნა ჯო უისლონმა.