[ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას სთხოვდნენ - ირაკლი კობახიძე

09.06.26 07:28
[ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას სთხოვდნენ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ [ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. 

განცხადება "ოცნების" ლიდერმა "რუსთავი 2"-ის ეთერში სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

სანდრო რექვიაშვილმა იკითხა: „თქვენ ახსენეთ ომში ჩათრევის ისტორია, რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას [ამერიკელები] სიტყვა „ომს“ არ ახსენებდნენ.

"გინდა გითხრათ რა იყო მთავარი სათქმელი, რას სთხოვდნენ იცით? - პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონო, იქ სიტყვა "ომი" არ იყო ნახსენები. იქ ეს სიტყვები იყო ნახსენები: ამათ არ იციან რას აკეთებენ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელიაო". - თქვა კობახიძემ.