საქართველოში რუსეთის და ჩინეთის გავლენა შემაშფოთებელია - ბრაიან მასტი

09.06.26 10:32
საქართველოში რუსეთის და ჩინეთის გავლენა შემაშფოთებელია - ბრაიან მასტი

საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა კონგრესში საქართველოს შესახებ საუბრისას განცხადა.

ბრაიან მასტის თქმით, კითხვები არ არსებობს  საქართველოში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებითაც.

ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით. 2008-ში შეჭრის შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული.

სამხედრო კუთხით რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში დიდი ხნის რუსულ გავლენებთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში. კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ", - თქვა კონგრესმენმა.