მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური

18.11.21 19:17
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ამის შესახებ "ტვ პირველს" უწების პრესამსახურმა განუცხადა. 

მათივე თქმით, განცხადებას ექიმი რეანიმატოლოგი  უახლოეს პერიოდში გააკეთებს. 

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ადვოკატებთან შეხვედრის დროს, გლდანის ციხეში წაიქცა, გონება დაკარგა და საკანში საკაცით დააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები