კონგრესმენი: "ოცნებამ" ბზარი გამოიწვია აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და საქართველოს მთავრობასა და მის ხალხს შორის
ამერიკელი კონგრესმენის, ამი ბერას განცხადებით, შტატები ფხიზლად და რეალისტურად უყურებს საფრთხეებს რუსეთისგან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან საქართველოში.
კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" ამჟამინდელმა მთავრობამ, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან უცხოურმა მავნე ზეგავლენამ საქართველოში, საფრთხე შეუქმნა დემოკრატიულ მიღწევებს, კორუფციით დააზიანა მისი ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და გამოიწვია ბზარი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და საქართველოს მთავრობასა და მის ხალხს შორის".
მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს, რომელიც შეიქმნა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფხიზლად და რეალისტურად უყურებს საფრთხეებს რუსეთისგან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან საქართველოში, ისევე როგორც იმას, თუ რამდენად ერთგული რჩება საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობისა, რომელიც ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს.
ბოლო წლებში, ქართული ოცნების ამჟამინდელმა მთავრობამ, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან უცხოურმა მავნე ზეგავლენამ საქართველოში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს მძიმედ მოპოვებულ დემოკრატიულ მიღწევებს, კორუფციით დააზიანა მისი ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და გამოიწვია ბზარი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და საქართველოს მთავრობასა და მის ხალხს შორის.
ეს კანონმდებლობა, „მეგობარი აქტთან“ ერთად, რომელიც ამ ორგანომ გასულ წელს ორპარტიული აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო, არის პასუხი ამ გაუარესებაზე. მიზანია, მივაწვდინოთ ხმა ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით დემოკრატიის, მათი უფლებების პატივისცემისა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ სწრაფვაში.
ეს კანონმდებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ფხიზლად/რეალისტურად შევაფასოთ, თუ რას მოითხოვს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივი მხარდაჭერა და ქმნის ჩარჩოს საქართველოს მთავრობასთან სათანადო თანამშრომლობისთვის მომავალში. მოხარული ვარ ამ კანონპროექტზე ორპარტიული მუშაობით და ველოდები მის მიღებას", - განაცხადა კონგრესმენმა.