მე თუთიყუშზე ვნერვიულობ - როგორ პასუხობს ხალხის მოწამვლის საქმეზე დასმულ კითხვას კალაძე
მე თუთიყუშზე ვნერვიულობ - ასე პასუხობს კახა კალაძე ხალხის მოწამვლის საქმეზე დასმულ კითხვას. თბილისის მერი ამბობს, რომ მას "თუთიყუშის მდგომარეობა აინტერესებს".
- ცნობისთვის დღეს საიამ განაცხადა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა "ექსპერიმენტული იარაღია" და პროკურატურისგან სამართლებრივ შეფასება მოითხოვა.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა მოქმედებამ შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს.
მე თუთიყუშზე ვნერვიულობ როგორ არის. ეგ ინფორმაცია მაინტერესებს, როგორ არის თუთიყუში მას შედეგ, რაც ბუმბული დაკარგა - არ გვაქვს ინფორმაცია? - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მოქალაქეების ქიმიური ნივთიერებით სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის გამო, ივანიშვილის გუნდი უკვე თვეებია ბრიტანული მედიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.