კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილს მისი ინიციატივით აქებს
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ინიციატივით აქებს. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. საქმე ეხება კობახიძის ბრიფინგს, რომელიც მან ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
მე შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ეს არ იყო მარტო გუშინდელი დებატები, იყო შაბათის დებატებიც ანუ მე მქონდა დაგეგმილი ეს ბრიფინგი მანამდეც. ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით და გადაწყვეტილებით ჩავატარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე, - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.
კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.