პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა დაზაფრა - დიმიტრი ხუნდაძე

18.11.21 19:32
პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა დაზაფრა -  დიმიტრი ხუნდაძე

პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მთელი ქვეყანა დაზაფრა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, დეპუტატთა ჯგუფი ელოდება ნებართვას, რათა გლდანის ციხეში შევიდეს და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს.

პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება მისი ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილებით. დღეს ჩვენ ვაპირებთ შესვლას, ველოდებით დასტურს, სწორედ იმისათვის, რომ თქვენს კითხვებსაც გავცეთ პასუხი. ვიდრე ჩვენ შევალთ, იქ არის ექიმთა ჯგუფი, ადგილობრივიც და მოწვეულიც, რომელიც სათანადო მომსახურეობას გაუწევს სააკაშვილს. არსებობს საერთაშორისო პროტოკოლი, ამ პროტოკოლის მიხედვით მეც მაინტერესებს, რისი რესურსი არის, ან რა უნდა დავამატოთ, თუ დადგება გადაყვანის საჭიროება.  - განაცხადა ხუნდაძემ.

1 საათის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მესამე პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა და წაიქცა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. 

მსგავსი სიახლეები