ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრ ორგანიზატორებს ასახელებს

09.06.26 14:47
ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრ ორგანიზატორებს ასახელებს

ლევან ხაბეიშვილი მისი წამების მთავრო ორგანიზატორად გდდ-ს ყოფილ შეფს, ზვიად ხარაზიშვილს და თბილისის პოლციიის უფროს, გოგა მემანიშვილს ასახელებს. 

ციხიდან გამოგზავნილ წერილში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასტიკ ძალადობას მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს.

ხაბეიშვილი ახსენებს შსს-ს ყოფილ და სუს-ის ექს-ხელმძღვანელებსაც და აცხადებს, რომ მის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლები "მოლოდ ლიფსიტები" არიან. 

გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას, გატაცებას ჰქონდა ადგილი. ორი წელი ეძინათ. ამ ორ წელშიც "ორი ლიფსიტა" დაიჭირეს და ბობოლებს" ხელს აფარებენ. ხარება და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში ასევე არიან მაშინდელი სუს-ის უფროის, ლილუაშვილი და შსს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!

ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ოგრანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები". - წერს წერილში ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები