დაწვით კოსტიუმები, დაიჭირეთ რუპორი, არ დანებდეთ ივანიშვილის რეჟიმს - ხაბეიშვილი ოპოზიციას
პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას - ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ივანიშვილის ოპონენტებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სატელევიზიო გამოსვლები საკმარისი არ არის - "სტრატეგია დაველოთ" კი არ ამართლებს.
ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ რეჟიმის შესაცვლელად აქტიურობა და პრესინგია საჭირო.
დაწვით კოსტუმები, დაიჭირეთ ხელში რუპორი და არ დანებდეთ ივანიშვილის რეჟიმს - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
გთხოვთ, გაიხადეთ სმოკინგები, დაწვით ეს კოსტუმები, დაიჭირეთ ხელში რუპორი და არ დანებდეთ ივანიშვილის რეჟიმს. ტელე-კომენტარებით მოექსპერტო პოლიტიკოსებმა უკვე თავი მოაბეზრეს ყველას - აქტიურობა და პრესინგია საჭირო, მწამებელი, სამშობლოს მოღალატე რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია ბრძოლით და არა "დაველოთ სტრატეგიით". ღმერთმა დალოცოს საქართველოს", - წერს წერილში ხაბეიშვილი.