ბიძინა ივანიშვილის ქება დღეს პარლამენტში არ გაგრძელებულა
ბიძინა ივანიშვილის ქება დღეს პარლამენტში არ გაგრძელებულა - საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები ისე დასრულდა, რომ "ქართული ოცების" არცერთ წევრს, სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია.
მმართველი პარტიის ნაწილი, ისინი ვინც მედიასთან გაჩერდა ამბობს, რომ სრულიად საკმარისი იყო ირაკლი კობახიძის ბრიფინგი და ეს გადაწყვეტილებაც გუნდის შიგნით მიიღეს.
საკითხის განმარტება მოხდა იმ ფორმით და იმ დოზით, რაც ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო, ზედმეტი განხილვები, საპარლამენტო, ამ ეტაპზე არ არის საჭირო, მაგრამ თუ მომავალში იქნება საჭირო, ამის მონაწილეებიც იქნებით. ერთადერთი, აქ რაც შეგიძლიათ სტრიქონებს მიღმა თუ სტრიქონებში წაიკითხოთ, ეს არის, რომ არის "ქართული ოცნების" გუნდი, რომელიც გააწყვეტილებებს იღებს გუნდურად. საკუთარი როლის, გამოცდილების, წარსულის, ცოდნის თუ ა.შ. გათვალისწინებით - ზოგს შეიძლება, მეტი სიტყვა ეთქმის, იმიტომ, რომ მეტი გამოცდილება, ცოდნა და კომპეტენცია უმაგრებს ზურგს, ზოგს შეიძლება ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, თითოეული გადაწყვეტილება არის გუნდური დისკუსიების შედეგი. საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ასეთი ადამიანი და ნეტავი ბევრი გვყავდეს ასეთი უანგარო პატრიოტი ადამიანები საქართველოში, - ამბობს მახაშვილი.
ალუდა ღუდუშაური კი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კრიტიკა "ოცნების" გუნდს მეტ მოტივაციას აძლევს, რომ ქვეყანა გააძლიერონ.
თქვენ რა დაინახეთ, რომ ბატონ ბიძინას დაცვა სჭირდება? ის თავდასხმები, რომელიც მისი მისამართით ასე შეკვეთილად ხორციელდება, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აბსოლუტურად ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და პრინციპული ნაბიჯები გადავდგათ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებდან გამომდინარე, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.
კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.