კობახიძე, რომელიც "ოცნების" მოქმედი თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პარტიაში მეორე პირია
"ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა, თქვა რომ მმართველ პარტიაში მეორე პირია.
მანამდე "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს".
ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა"- თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გასული წლის 2025 წლის 7 მაისს გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ აირჩია ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდე იკავებდა.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს.