მონობაში ერთმანეთს რომ ეცილებიან, ქაჯები! - სალომე ზურაბიშვილი
ერთმანეთს ეჯიბრებიან ბიძინას დაუმტკიცონ ვინ უფრო კარგად იცავს, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ქცევა „ქვეყნის დიდი სირცხვილია“.
ან ერთმანეთს ეჯიბრებიან ბიძინას დაუმტკიცონ ვინ უფრო კარგად იცავს … ნებისმიერ შემთხვევაში გეთანხმებით ასეთი საცოდაობა არ არსებობს და ქვეყნის დიდი სირცხვილი მონობაში ერთმანეთს რომ ეცილებიან ქაჯები! - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.
კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.