დაკავება ღარიბაშვილის სახლთან - პოლიციამ 4 სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრა

18.11.21 19:49
დაკავება ღარიბაშვილის სახლთან - პოლიციამ 4 სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრა

პოლიციამ აქციის 4 მონაწილე, რომელიც რომელიც ღარიბაშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, დააკავა.

დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები : ავთანდილ სურმანიძე,  ხვიჩა ხვიჩია, ხათუნა ბერიძე და სიმონ მახარაძე.

პოლიციამ თავდაპირველად  აქტივისტებს გზის  სავალი ნაწილიდან გადასვლას სთხოვა. აქციის მონაწილეები დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, თუმცა ამის მიუხედავად,  დაკავებები დაიწყეს ისე,  რომ სამართალდამცველებმა განმარტება არ გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები