„ალბათ ბიძინამ დაურეკა და აუხსნა, რომ ეგრე არ გამოვა“ — ჯაფარიძე კობახიძის ბრიფინგზე

09.06.26 18:21
„ალბათ ბიძინამ დაურეკა და აუხსნა, რომ ეგრე არ გამოვა“ — ჯაფარიძე კობახიძის ბრიფინგზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურება და ვარაუდობს, რომ "ოცნების" ლიდერის დღევანდელი გამოსვლა ივანიშვილის უკმაყოფილებას მოჰყვა. მისი შეფასებით, ბრიფინგი მთლიანად „ბიძინას ქება-დიდებას“ დაეთმო და მსგავსი პოლიტიკური პრაქტიკა მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმებში გვხვდება. 

იმ დებატში, ალბათ, საკმარისად არ აქო და არ ადიდა ბიძინა და საღამოს, ეთერის მერე, დაურეკა ბიძინამ და რბილი სიტყვებით ალბათ აუხსნა, რომ ეგრე არ გამოვა და ამიტომ "გამოდგეს" დღეს და ჩაატარებინეს ბრიფინგი, სადაც მთელი ბრიფინგი იყო პანეგირიკი, ბიძინას ქება-დიდება. მსგავსი არ ვიცი, მარტო თურქენეთში თუ ნახავთ და ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ საღოლ მაინც, მე დავაფასე, მაგის შესრულებას, არ ვიცი... ეგ არ არის, უბრალოდ, სინდისზე ხელის აღება, რაღაც სხვა ნიჭი სჭირდება ეგეთი ბრიფინგის ჩატარებას, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა. 

კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.

 

მსგავსი სიახლეები