ხუხაშვილი: "ოცნება" არის სექტა, კობახიძემ თავის გადასარჩენად ლოცვა აღავლინა

09.06.26 18:35
ხუხაშვილი: "ოცნება" არის სექტა, კობახიძემ თავის გადასარჩენად ლოცვა აღავლინა

"ლოცვა გადარჩენისთვის" - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელიც მან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს  ქებისთვის გამოიყენა. 

დღის პოლიტიკური თემის შეფასებისას, ექსპერტმა TV პირველის გადაცემაში "პირდაპირი ეთერი" თქვა, რომ "ქართული ოცნება" არა პარტია, არამედ სექტაა. 

"ქართული ოცნება" ეს არ არის პარტია - ეს არის მონოთეისტური სექტა, სადაც ყველა დოგმა რაც რელიგიებისთვის დამახასიათებელია, მოქმედებაშია. ერთ-ერთია ასეთი, რომ როცა გიჭირს, ლოცვა უნდა გააძლიერო და მოგეცემა. დაახლოებით ამ ისტპრიასთან გვაქვს საქმე და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ სექტანტური, ვითომ-ვითომ პოლიტიკის ბუნებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ რომ [კობახიძეს უჭირს]...

ივანიშვილი ამ ლოცვებს იღებს როგორც განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვას"- განაცხადა ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში. 

ამასთან, პოლიტოლოგის განცხადებით, ქების პარალელურად, ირაკლი კობახიძემ მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს "ტექნიკურად შეტენა". 

გია ხუხაშვილის თქმით, "ოცნების" ლიდერს "ხვალ რომ პროკურატურაში მისვლა დასჭირდეს, იტყვის, რომ ის პატარა კაცი იყო და ვერ მოერია ივანიშვილს". 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა. 

"ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე, თქვა რომ ის მმართველ პარტიაში მეორე პირია.  აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს". 

მსგავსი სიახლეები