საპროცესო სასახლის ღობის საქმეზე - ვინ გაათავისუფლეს, ვინ აღიარებს ბრალს და ვინ არა
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული რვა პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. სასამართლოს შენობასთან გათავისუფლებულებს ოჯახის წევრები ელოდნენ.
გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდა. გათავისუფლებულების შეფასებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა, მათი თქმით, სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდათ და საპროცესო შეთანხმება უკანონო მსჯავრის თავიდან არიდების შესაძლებლობად მიიჩნიეს.
ამ ეტაპზე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 23 პირიდან ციხეს ის ბრალდებულები ტოვებენ, რომლებიც პროკურატურის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ისინი სამი წლის განმავლობაში პრობაციის რეჟიმში იქნებიან, რაც სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას გულისხმობს.
თუმცა პროცესი ამით არ სრულდება. პროკურატურა ბრალდებულებს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობასაც უტოვებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.