ვინ არის პირველი კაცი „ოცნებაში“? - კობახიძის ბრიფინგის მთავარი აღიარებები
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ახალი ეპითეტი შეემატა — ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი „პოლიტიკის გროსმაისტერად“ მოიხსენია. "ოცნების" ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თითქმის მთელი გამოსვლა ივანიშვილის როლისა და დამსახურებების შეფასებას დაუთმო.
რვა წუთიანი ბრიფინგის განმავლობაში კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა და ის ქვეყნის პოლიტიკური პროცესების მთავარ არქიტექტორად წარმოაჩინა. ამასთან, მისი განცხადებებიდან იკვეთებოდა, რომ ივანიშვილის გუნდისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ივანიშვილის როლი კვლავ გადამწყვეტია.
კობახიძის თქმით, ივანიშვილი სხვების მოსაზრებებს უსმენს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ქვეყნისთვის გამორჩეული მნიშვნელობის ფიგურაა, რომლის გამოცდილებაც და ხედვაც "ოცნების" გუნდის საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ბრიფინგის გამართვის მიზეზად კობახიძემ სამთავრობო არხებზე გამართული დებატების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა დაასახელა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.