"ოცნების" ქიმიური ექსპერიმენტის სკანდალი - საია კითხვებზე პასუხს ითხოვს

09.06.26 20:36
"ოცნების" ქიმიური ექსპერიმენტის სკანდალი  - საია კითხვებზე პასუხს ითხოვს

ექსპერიმენტული იარაღი ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ — საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას იურისტები ახალ სამართლებრივ შეფასებას აძლევენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების უკონტროლოდ შერევა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს.

დაზარალებულები დღემდე გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა მათი საქმეებით, როგორც თავად ამბობენ, პროკურატურა არ დაინტერესებულა. მარიამ გელოვანი, რომელიც ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს დაშავდა, ერთ თვალში მხედველობის დაკარგვას სწორედ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.

რა ხდებოდა ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლის დროს? მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, საიას დოკუმენტირებული აქვს სულ მცირე ხუთი შემთხვევა, სადაც, ორგანიზაციის მტკიცებით, მსგავსი პრაქტიკა გამოიყენებოდა და მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არცერთ მომიტინგეს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. პასუხგაუცემელი რჩება კითხვებიც — კონკრეტულად რა ნივთიერებები გამოიყენეს აქციების დასაშლელად, რამდენი ადამიანი დაზარალდა და გამოიკითხნენ თუ არა გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსნები.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები