"ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას" - ანა წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მისი პარტია "ოპოზიციის ალიანსში" ისევ არის და მუშაობას აგრძელებენ.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის "შიდა გარჩევები ბძროლის ნაწილია" და ამომრჩევლებს კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეთ.
ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესი იმასაც მოიცავს, რომ ამომრჩეველს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს მიმდინარე პროცესებზე - "ხომ არ გინდათ, რომ კულუარებში რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღებოდეს და მერე ესე იგებდეთ".
მინდა ვთქვა, რომ ეს შიდა გარჩევები ნაწილი არის ამ ბრძოლის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით ამომრჩეველს აინტერესებს კითხვებზე პასუხი, აინტერესებს იცოდეს ვის მიჰყვება ამ ბრძოლაში, აინტერესებს რა იყო შეცდომა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ვინ როგორ გადააფასა თავისი შეცდომა, გადააფასა თუ არა, ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს იმისთვის, რომ ძალიან მკაფიოდ - ხომ არ გინდათ თქვენ ხალხო, რომ კულუარებში რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღებოდეს და მერე ესე იგებდეთ ამ გადაწყვეტილებებს - არავის არ უნდა. დემოკრატიული პროცესი, თუ ვამბობთ, რომ ბიძინასგან ამით განვსხვავდებით, მაშინ დემოკრატიული პროცესი ეს არის მათ შორის, რომ ამომრჩეველს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს მიმდინარე პროცესებზე.
შესაბამისად, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის, პირიქით, როგორც მიშამ თქვა, რომ ეს ყველაფერი დაიწრიტება და ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ზუსტად მიხვდეს ამ 14 წლის განმავლობაში ვინ უღალატა და ვის უნდა გაყვნენ ამ ბრძოლაში.
ახლა რა ხდება ალიანსშიო... ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან შეგვიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები და ამ კითხვებს ყოველთვის დასვამს მიხეილ სააკაშვილიც და ამ კითხვებს ყოველთვის დავსვამ მეც," - განაცხადა ანა წითლიძემ.