სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება

09.06.26 22:05
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მხარი 72-მა დეპუტეტმა დაუჭირა. 

  • მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან არის გათავისუფლებული, თუმცა ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება.

ინიციატორთა განმარტებით, ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას საჭიროებს," - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.