გვარამიას აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლს ძერწავს"

09.06.26 22:21
გვარამიას აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლს ძერწავს"

"მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისედაც "უმძიმესი გამოცდები" გაიარა, მაგრამ კიდევ დამატება, რომ ყველა მათ ებრძვის "სისუსტის დემონსტრაციაა". 

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ". 

მე გულწრფელად ვამბობ, მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, ისედაც უმძიმესი გამოცდები გაიარა ამ პარტიამ, ყველა თავმჯდომარის დროს სხვათა შორის, რომელთა უდიდესი ნაწილი ახლა იმ პარტიის წევრიც კი აღარ არის და ეს პარტიაზეც მეტყველებს შეიძლება, არა მხოლოდ თავმჯდომარეებზე, მაგრამ კიდევ დამატება იმის, რომ ესეც მე მებრძვის, ეს არის სისუსტის დემონსტრაცია. არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად, ესე არ ხდება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.