"ივანიშვილს აქვს მორიგი პარანოიული ხასიათის შემოტევა, აშკარაა კობახიძის დღეები არის დათვლილი" - გრიგოლ გეგელია

09.06.26 23:51
"ივანიშვილს აქვს მორიგი პარანოიული ხასიათის შემოტევა, აშკარაა კობახიძის დღეები არის დათვლილი" - გრიგოლ გეგელია

"ივანიშვილს აქვს მორიგი პარანოიული ხასიათის შემოტევა, აშკარაა კობახიძის დღეები არის დათვლილი" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან "ქართული ოცნების" ურთიერთობის სტაბილიზაცია ვერ ხდება, შესაბამისად ვერც ბიძინა ივანიშვილს ვეღარ ატყუებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

ეს არის აბსოლუტურად "ქოცური" ხელწერა წლების განმავლობაში, მე მახსოვს კანდიდატის სტატუსის, პირველად რომ უნდა მიგვეღო და არ მოგვცეს, მაგის წინ დააკავეს სწორედ მედია ლიდერი, ბატონი გვარამია, ზუსტად მაშინ. 

"ქართული ოცნება" ეწევა საბოტაჟს მუდმივად საქართველოს ევროპული კურსის. ისინი შედარებით უფრო მეტ ლიბერალიზაციის პოლიტიკას განიხილავენ ამერიკასთან იმიტომ, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია, სხვანაირად, ტრამპის და ამერიკის, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს საკითხი არ მიდის წინ, რეალურად ვერ ხდება "დალაგება" და ნორმალიზება, ამიტომ ვხედავთ ახლა, რომ ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი რაუნდი ისტერიული, პარანოიული შემოტევისა, ამიტომაც გამობრძანდა პრემიერის როლში მყოფი, ე.წ. დეფაქტო ლიდერი და წუთში ოთხჯერ გვიხსენა ბიძინა ივანიშვილი 7 წუთის განმავლობაში და აქო, ადიდა და ხოტბა შეასხა. 

რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს მორიგი პარანოიული ხასიათის შემოტევა, აშკარაა კობახიძის დღეები არის დათვლილი და ამას ბევრი მოელის ძალიან დიდი ხანია, აშკარაა ამერიკასთან სტაბილიზაცია ვერ ხდება, ვერც ივანიშვილის მოტყუება ვერ ხდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება - არ დასანქცირდები, არ გეშინოდეს. 

ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივდივართ კიდევ ერთ წრეზე როდესაც ზუსტად 11 ივნისს, მაშინ, როდესაც უნდა იმსჯელონ ამ კრიტიკულ საკითხზე, მილიონობით ქართველს უვიზო მიმოსვლა ექნება თუ არა, ზუსტად ამ დღეს გადმოწიეს "საბოტაჟის საქმე", რომელიც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ ლიდერს ერთად ასამართლებს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

ცნობისთვის, ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.