ახლა რეანიმაციაშია, კონტაქტურია, მაგრამ სანამდე შეიძლება, ეს გაგრძელდეს - ნიკა გვარამია

18.11.21 20:16
ახლა რეანიმაციაშია, კონტაქტურია, მაგრამ სანამდე შეიძლება, ეს გაგრძელდეს - ნიკა გვარამია

 "ფეხზე ადგა და მოწყვეტით წაიქცა" - გლდანის ციხიდან გამოსული ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობისა და პენიტენციურ სამსახურში მომხდარ ფაქტს დეტალურად აღწერს. 
 

მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ გონების დაკარგვის ფაქტს, ჩემი თვალით ვნახე. ასევე მინდა ვთქვა, იყოჩაღეს ექიმებმ , გაგიკვირდებათ და უნდა თქვა, ქალბატონმა დემურიშვილმა.

 საააკაშვილი დილიდან ცუდად იყო, ლაპარაკი უჭირდა და რამდენჯერმე თავი მაგიდისკენ დახარა, უჭირდა თავის დაჭერა, როცა ჩვენ გამოვდიოდით, გაყავდა ბადრაგს და უცებ წაიქცა, მოკლე ხანში ჩამოვიდნენ ექიმები, წაიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზე მოვიდა. 

ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ფეხზეა. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. არ ვიცი, ასე სანამდე უნდა გაგრძელდეს, ახლა კი გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მთავარი ჩემი ინტერესია, ეს კაცი აქედან გავიდეს. ადამიანურადაც აუტანელია იმის ყურება, როგორ კვდება ეს კაცი - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

მსგავსი სიახლეები