"მომსახურე პერსონალი" - შარაშიძე კობახიძეზე

10.06.26 11:15
 "მომსახურე პერსონალი" - შარაშიძე კობახიძეზე

 

 

ირაკლი კობახიძე არის მომსახურე პერსონალი, - ასე აფასებს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს.  გიორგი შარაშიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური მომავალი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ მის განცხადებებს დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა არ გააჩნია.

ირაკლი კობახიძე არის მომსახურე პერსონალი და როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, რომელიც ხელს აწერ იმ გარემოებას, რომ შეეგუო იმ ფაქტს, რომ არც შენი გადადგომა, არც შენი დანიშვნა არ არის შენი გადასაწყვეტი და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს პრემიერ-მინისტრად გაიღვიძო და საღამოს ისე აღმოჩნდე გადაყენებული, რომ არც კი იცოდე, შენი გადადგომის განცხადებაც კი სხვამ წაგიკითხოს, ესეც კი ვერ დაწერო თავად, ამის მერე უკვე გასაკვირი აღარაფერია. ერთადერთი, რა პროგრესიც კობახიძეს შეიძლება, ჰქონდეს, განსხვავებით წინა გადადგოისგან, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან გადადგა, არის ის, რომ ამჯერად შეიძლება, თავად წაიკითხოს საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.   

მსგავსი სიახლეები