გამოვიდა პრემიერი და თავისი პირით თქვა, რომ მეორე კაცია ამ ქვეყანაში - წითლიძე
ანი წითლიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოცნების" გუნდისთვის მთავარი პოლიტიკური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია და არა ის პირები, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ. ენმ-ის წევრი ამბობს, რომ კობახიძის განცხადებები აჩენს კითხვას, რა ოფიციალური სტატუსით იღებს ივანიშვილი ხელისუფლებისგან ანგარიშს და რა ფორმალური პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.
კობახიძის ბრიფინგმა ანახა ერთი აღიარებითი ჩვენება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ამ ქვეყნის მთავარი მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. რომ "ქართული ოცნებისთის" კონსტიტუციაც ბიძინა ივანიშვილია, სახელმწიფო უწყებებიც ბიძინა ივანიშვილია, ღმერთიც ბიძინა ივანიშვილია და ბიძინა ივანიშვილზე ლოცულობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოვიდა პრემიერი და თავისი პირით თქვა, რომ ადამიანი, რომელიც არის პრემიერი, ფაქტობრივად, მეორე კაცია ამ ქვეყანაში და რა თანამდებობა უჭირავს ბიძინა ივანიშვილს, რომ ივანიშვილს აბარებდეს მთელი ე.წ. მთავრობა ანგარიშს ან რა პასუხისმგებლობა აქვს? არანაირი პასუხისმგებლობა ბიძნა ივანიშვილს ფორმალური საქართველოს მოსახლეობასთან არ აქვს, - ამბობს ანი წითლიძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.