„თავს აყენებინებენ უცხო ძალებს“ — პაპუაშვილი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს

10.06.26 11:48
„თავს აყენებინებენ უცხო ძალებს“ — პაპუაშვილი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი ისე გარე ძალების ჩარევების მცდელობაზე საუბრობს და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პირისა და პოლიტიკური ჯგუფის ქმედებებს ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს ადამიანები თუ პოლიტიკური ჯგუფები უცხო ძალებს "თავს აყენებინებენ", რაც დაუშვებელია. 

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ინტერესების დაცვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც თანასწორობასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას უნდა ეფუძნებოდეს.

„საქმე ისაა, რომ გარე ძალებისთვის ეს ქვეყნის მტრობა არ არის. ეს არის მათი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერების საქართველოს ხარჯზე გატარება. მათ ეს ემოციური ბრმა საქართველოსთან არ აქვთ. საქართველო თუ რამეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ მათ რაიმე მგრძნობელობა არ აქვთ. როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და თავს აყენებინებ, როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას მხილება სჭირდება. რაც შეეხება სხვა გარე ძალებს, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად დაძაბულ სამყაროში ვცხოვრობთ. შეგვიძლია ვთქვათ, ფაქტობრივად შეშლილია სამყარო. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია. მოქმედებს ძალის პრინციპი. ყველა საკუთარ ინტერესებს უყურებს. არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში „კოზაკივით“ იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიდგომა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არ არის დაქვემდებარება და ერთი მეორეს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები