თბილად ჩაიცვით! - ოპოზიციამ ხვალისთვის ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოპოზიციის გეგმები შეიცვალა. ხვალ ქალაქის სამ ლოკაციაზე დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა, თუმცა როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას 15:00 საათზე, "რესპუბლიკის მოედანზე" გამართავს.
ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნსი მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე", - აღნიოშნა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, "სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიოს მკვლელობა მრავალი წლით":
ყველას გთხოვთ, გადავდოთ ყველა ჩვენი საქმიანობა და გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე. სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიოს მკვლელობა მრავალი წლით. მთავარი სამუშაო ადგილი არის ხვალ, რესპუბლიკის მოედანზე. ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რომელსაც ხვალ გაგაცნობთ"- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ და მხარდამჭერებს "თბილად ჩაცმისკენ" მოუწოდა.
ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს მიმართა, რომ "დროზე მოეგონ გონს" და ხვალ 15:00 საათამდე გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.