"ვერ დაგვაბულინგებთ" - წილოსანი

10.06.26 13:25
"ვერ დაგვაბულინგებთ" - წილოსანი

 

 

არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს - "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს, ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობის შესახებ საუბარს მოერიდოს.

მისი მტკიცცებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს პარტიაში ლეგიტიმური სტატუსი აქვს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხილვის პროცესშიც მონაწილეობს.

არავინ დაბულინგდება თქვენი მხრიდან და ვერავის დააბულინგებთ თქვენი მხრიდან, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა. წლების იყო, როდესაც თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხილებდით, რომ შეექოთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია, მას აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი. პარტიაში მიირება პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ასევე იცით,რ ომ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არაფერი დამალული არ არის, რაც თქვენ გინდათ ახლა, რომ კონსპირაციად წარმოაჩინოთ, - თქვა წილოსანმა.  

"პირველების" კითხვაზე, ხომ არ აპირებს კობახიძე თანამდებობის დატოვებას, წილოსანი ასე პასუხობს: 

მე არ მაქვს ამის შესახებ ინფრომაცია და არც სურვილი, - თქვა წილოსანმა. 

"ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე, თქვა რომ ის მმართველ პარტიაში მეორე პირია. აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს".