რა ხდება ოპოზიციის ალიანსში?

10.06.26 15:51
რა ხდება ოპოზიციის ალიანსში?

 

 

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, "ოპოზიციური ალიანსიდან" გასვლას არ ვაპირებთ, თავად თუ გაგვირიცხავენ, რაც უნდათ ის უქნიათ - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობა" კითხვას, აპირებს თუ არა ენმ შიდა უთანხმოების ფონზე, გაერთიანების დატოვებას. 

მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრების თქმით, საერთო მიზნი „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ საეღტო ბრძოლა უნდა იყოს.

მათი თქმით, ალიანსის ოფიციალური პოზიციები ერთობლივად მიიღება და ცალკეული ლიდერების განცხადებები გაერთიანების საერთო გადაწყვეტილებებს არ წარმოადგენს. 

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოფნას ამ ალიანსში, მაგრამ თუ ეს ხალხი იმდენად ვერ ერევა თავის ეგოებს, რომ უნდა გაგვრიცხონ, რაც უნდათ, ის უქნიათ. თვითო მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან, როგორც მის პოლიტიკურ მასშტაბს შეეფერება, გულუხვი დამოკიდებულება ამ მიმართულებით და ტოლერანტული, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მის წინააღმდეგ არის მომართული ეს ხალხი, მას კვლავინდებურად აქვს იმედი, რომ იქნებ პირად ეგოებზე ამაღლდნენ. ჩვენ მუდმივად გვექნება პასუხები, თუმცა არასდროს ვყოფლვართ ინიციატორები დაპირისპირების. არის მცდარი, რასაც ეს ხალხი ამბობს. მაგალითად, ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრებში, 26 მაისამდე გამართულ შეხვედრებში, - ამბობს ფავლენიშვილი. 

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შიდა უთანხმოებებისა, ოპოზიციური პარტიები საერთო პოლიტიკური მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ყველა წევრი იღებს. 

ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ალიანსის ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალური პოზიციები მიიღება ალიანსის საერთოდ გადაწყვეტილებით, სადაც ყველა პატია იღებს მონაწილეობას. იქ, სადაც არის ბრძოლა, მოძრაობა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ლიდერის წინააღმდეგ, არამედ ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ერთიანი. ამ ბრძოლის დაგგემვაში, სტრატეგიაში შემუშავებაშიც მივიღებთ მონაწილეობას და მის განხორციელებაშიც, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.   

ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა. 

უბრალოდ, ერთი წამით მინდა, წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოეგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ამ პოლიტიკური ძალების, რა დღეში იქნებოდა ჩენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა. ეს იქნებოდა უბედურება ასეთი ხალხის მთავრობა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-12 წლებში, - ამბობს კობახიძე.  

რა თქვა ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში?

კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში "ოპოზიციური ალიანსის" სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებს. სხდომებზე არ დადის და არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს, მათ შორის მონაწილეობა არ მიუღიათ 26 მაისის მასშტაბური აქციის მზადების პროცესში. 

ნიკა გვარამია განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან არავის გაურიცხავს - "ძალიან დიდი ხანია უკვე ვეუბნებით, რომ ლიდერს კი ნუ ალაპარაკებთ ციხიდან, ჩაერთეთ. არ დადიან და არ არიან ჩართულები". 

"რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც ფიგურანტი არაა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

დაპირისპირება სოციალური ქსელით: 

  • 29 მაისს, ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც წერდა, რომ სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი კი არა, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსულიო“.
  • ამავე წერილში მელია მოუწოდებდა სააკაშვილს, დაასახელოს ის „მოღალატე“, რომლის რჩევითაც მალულად ჩამოვიდა საქართველოში 2021 წელს, - რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, - და რომელიც სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.
  • ნიკა მელიას წერილს კი წინ უსწრებდა თავად სააკაშვილის 27 მაისს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნიკა მელია გააკრიტიკა. „მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან, გუშინდელ აქციაზე (გულისხმობს 26 მაისის მარშს) ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.
  • სწორედ სააკაშვილის ამ პოსტს უპასუხა 29 მაისს ნიკა მელიამ ვრცელი წერილით უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილის ეს ფრაზა ტყუილი და ცილისწამება იყო.
  •  1 ივნისს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ნიკა მელიას წერილით, სადაც დაწერა, რომ მას არასდროს არავისი შურდა და პირიქით, ყველას წარმატება უხარია. "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც"- დაწერა სააკაშვილმა.