„საქართველო ნაცრისფერ ზონად ყალიბდება“ - ხიშტოვანი ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

10.06.26 17:23
„საქართველო ნაცრისფერ ზონად ყალიბდება“ - ხიშტოვანი ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

საქართველო „ნაცრისფერ ზონად“ ყალიბდება და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი საეჭვო კაპიტალის მოძრაობას უკავშირდება, - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოდან მოქმედი კრიპტოპლატფორმების დასანქცირებას განიხილავს. 

ხიშტოვანის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო მეტად შუამავლის როლს ასრულებს რუსეთისთვის კაპიტალისა და პროდუქციის გადაადგილების პროცესში, რაც, მისი შეფასებით, რეალური ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, სანქციების გვერდის ავლის რისკებს ზრდის. 

ჩამოვყალიბდით უკვე ნაცრისფერ ზონად რუკაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არი ბოლომდე მოკვეთილი საერთაშორისო საფინანსო სისტემისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ევროკავშირისგან და ამის კაპიტალიზებას ახსენს დღეს "ქართული ოცნების" ლიდერშიფი ერთის ხმრივ, რომ რაღაცა ტიპის ეკონოიკური აქტივიბა აჩვენს ქვეყანაში და მეორეს მხრივ, გაიმდიდროს საკუთარი თავი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კაპიტალიც არის სავაჭრო ობიექტი და შესაბისად, კაპიტალის მოძღაობაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს რუსეთის სახელმწიფოსთვის მისი სტაბილურობის შესანარჩნებლად, ვიდრე, პირობითად, ნახმარი მანქანები. ეს არის აისბერგის წვერი და თუ არის რამდენიმე შემთხვევა, მაღალი ალბათობით, ამ შემთხვევების რაოდენობა არის ათჯერ, შეიძლება ასჯერ მეტი. ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად "ქართულ ოცნებას" სჭირდება ნაცრისფერ ზონაში ოპერირება. ყველაფერი თითქმის, რაც დაკავშირებულია დღეს ეკონომიკურ ზრდასთან, გამომდინარეობს სწორედ აი, ასეთი ძალიან საეწვი კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლით და ქვეყნის დატოვებით. იმიტომ არის, მაგალითად, რომ ქვეყანაში უმუშევრობა ზრდება, იმიტომ არის ქვეყანაში, რომ ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, იმიტომ, რომ ქვეყანაში ძირითადად სარგებლობს ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრვად შუამავლის როლით, როგორ შეიძლება, რუსეთში შეიტანოს პროდუქცია და გაიანოს რუსეთიდან პროდუქცია, როგორ შეიტანოს კაპიტალი და როგორ გამოიტანოს რუსეთიდან კაპიტალი, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

საქართველო ახალი სკანდალის შუაგულში - Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს. ქართულ კომპანიებს ევროკავშირი რუსეთის დახმარებისთვის დაასანქცირებს.

სულ 11 კრიპტოპლატფორმაზეა საუბარი - ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან;

გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები