ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა - ექიმი

18.11.21 21:13
ტიკარაძე დაეთანხმა არგუმენტს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანში მკურნალობა მიზანშეწონილი არაა  - ექიმი

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან დასრულებულია. ექიმ გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს პრეროგატივა, გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი, მაგრამ როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ა ტიკარაძე ექსპერტთა მოსაზრებებს ეთანხმება.

გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო არგუმენტი მოეყვანა და დაერწმუნებინა... ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. 

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში"- განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლიამ. 

მსგავსი სიახლეები