სანქციები რუსეთის დახმარებისთვის- საქართველო ახალ საერთაშორისო სკანდალშია
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში საქართველოდან კრიპტოკომპანიები აღმოჩნდებიან - Financial Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ვინ მოხვდება შეზღუდვების ახალ ტალღაში. 31 რუსულ ბანკთან და ნავთობ მოვაჭრეებთან ერთად 11 კრიპტოპლატფორმა რუსეთის ომის მანქანას ეხმარებოდა. სწორედ მათ შორის არიან კომპანიები საქართველოდანაც.
თუ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია რუსეთს ომის დაფინანსებაში ეხმარებოდნენ, როგორ გამორჩათ ეს ქართულ სპეცსამსახურებს - კითხვა ბევრია. ცხადი ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გავიგებთ რომელი კომპანიების დასანქციებას აპირებს ევროკავშირში. ვიდრე იქნება ევროპული სანქციები, ვნახეთ უკვე ბრიტანული. ლონდონმა სწორედ საქართველოში რეგისტრირებული 3 კრიპტო კომპანიია დაასანქცირა, რუსეთის დახმარების გამო.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამივე კომპანია გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იყო რეგისტრირებული. აქ კიდევ ბევრი კრიპტოპლატფორმაა. შეამოწმეს თუ არა ისინი, აღმოაჩინეს თუ არა დარღვევა? კითხვები მრავლადაა. რას აკეთებს რეალურად ქართული ოცნება, რომ საქართველოს გავლით რუსეთის დახმარებას ხელი შეუშალოს? სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის გუნდი ან თვალს ხუჭავს ან თავად ამუშავებს კრემლის მაშველ სქემას.