დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას გუნდის რეზოლუციას?
დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას გუნდის რეზოლუციას? - ივანიშვილის პარტიაში გადაჭრით ვერ ამბობენ, რა პოზიცია ექნებათ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ანექსიის შეფასება უნდა მიეცეს.
"ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის თქმით, რუსეთის ანექსია უკვე "დაგმულია" საქართველოს კონსტიტუციით.
დაგმული არის ჩვენი კონსტიტუციით" - თქვა მარიამ ლაშხმა.
ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ მათ ჯერ უნდა განიხილონ, რისი მომტანი იქნება რეზოლუცია ქვეყნისთვის. "ოცნების" წევრი აღნიშნავს, რომ რეზოლუციას მხარს დაუჭერს, თუ მასზე იქნება დამოკიდებული რუსეთის ოკუპაციის შეჩერება.
რეზოლუცია რას მოუტანს ქვეყანას, ამას განვიხილავთ, ახლა ამ რეზოლუციაზე თუ არის დამოკიდებული რუსეთის ოკუპაციის შეჩერება და მათი ჯარის გაყვანა და ა.შ., მაშინ რა თქმა უნდა, დავუჭერთ [მხარს], მაგრამ განვიხილავთ, რისი მომტანი იქნება," - ამბობს ბეჟან წაქაძე.
ივანიშვილის გუნდის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათ უკვე დაუჭირეს მხარი ყველა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო. თუმცა, გახარიას გუნდის რეზოლუციაზე კითხვას არ პასუხობს.
რუსეთი ოკუპანტი რომაა ეს ჩვენ ჩავაწერინეთ პირველი და თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადასცა ენერგო ობიექტები. რეზოლუციას ჩვენ დავუჭირეთ ყველას მხარი, რუსეთის წინააღმდეგ რაც იყო," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ხოლო "ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს.
რა თქმა უნდა, ვგმობ რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს რამე კავშირი რუსეთთან?" - ამბობს შოთა ხაბარელი.