გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 119 პირიდან 70 მეთადონის პროგრამაშია ჩართული
ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული პირების ასაყვანად მასშტაბური სპეცოპერაცია დადიანის 323 ნომერში ჩატარდა - თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ერთდროულად ჩხრეკდნენ. მას შემდეგ რაც დაკავებულს ე.წ. ფაქტი ვერ უპოვეს, პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს. 28 წლის მამაკაცი სასამართლომ დღეს პატიმრობაში გაუშვა. გამოძიება მას ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავება
48 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის საქმეზე 119 ადამიანი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, 119 დაკავებულს შორის 49 ნარკორეალიზატორია. პირები, ვინც მკვლელ ნარკოტიკებს ინტერნეტით, ტელეგრამ არხების მეშვეობით ყიდულობდნენ და მომხმარებლებში შედარებით მაღალ ფასად ავრცელებდნენ.
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დღესაც არაფერი უთქვამს როგორ და საიდან ხვდება ქვეყანაში მკვლელი ნივთიერებები. ვაჟა სირაძეს არც ის უთქვამს რა ბრალდებით დააკავეს 119 დან 70 ადამიანი. ირკვევა რომ მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული 70 ადამიანი, ნარკოტიკზე დამოკიდებული მეთადონის პროგრამაში ჩართული პირია.