რა როლი ექნება ნანუკა ჟორჟოლიანს ენმ-ში - გუნდის შიგნით რევოლუციური ცვლილებები მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა

10.06.26 20:18
რა როლი ექნება ნანუკა ჟორჟოლიანს ენმ-ში - გუნდის შიგნით რევოლუციური ცვლილებები მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა

ნანუკა ჟორჟოლიანი "პირველებს" უდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები აქვს.  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სოც ქსელით დაანონსა, რომ ნაცმოძრაობში რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის გუნდს ახალი ბირთვი სჭირდება, ამიტომ ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე და მის თანამოაზრეებზე დებს.  

რა როლი ექნება ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიაში, ის გახდება თავმჯდომარე თუ პარტია მართვის ახალ მოდელზე გადავა? ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს ვადა ივლისში ეწურება, სწორედ ამ დროს პოლიტიკურმა საბჭომ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს. 

ახლა მთავარი კითხვაა რას შეცვლის ოპოზიციურ ფლანგზე ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში". 

ამის პარალელურად, ბოლო დროს ურთიერთიობები "ოპოზიციური ალიანსში" დაიძაბა. 9 პარტიის გაერთიანებაში, სადაც ერთ ერთ წევრი "ნაციონალური მოძრაობაა", ერთმანეთზე თავდასხმები გახშირდა. ტოვებს თუ არა ნაცმოძრობა ალინსს? პარტიაში ამბობენ რომ არსად წასვლას არ აპირებენ.  

დეტალები ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები