"ოცნება" რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას დაბლოკავს
"ქართული ოცნება" უარს ამბობს მხარი დაუჭიროს გიორგი გახარიას პარტიის ინიცირებულ რეზოლუციას, რომლითაც პარლამენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა უნდა დაიგმოს. ექს პრემიერის გუნდი ფიქრობს, რომ რუსეთი ანექსიაზე გადავიდა და ამ მოვლენებს საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს, დოკუმენტი მზად არის, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ თქვა რომ განხილვაზე ამ დოკუმენტს არ გაიტანს.
გახარიას პარტია ამბობს რომ ექს-პრემიერზე აქცენტების გადატანით "ქართული ოცნება" ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილის პარტია რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის მიღებაზე უარს ამბობს.
ოცნების პოლიტიკით, რომ რუსეთის აღფრთოვანებულია ეს მოსკოვში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალირმა წარმომადგენელმა შეაქო ბიძინა ივანიშვილის გუნდი იმ პოლიტიკის გამო რომელსაც ის ატარებს.
რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - ხატია სამხარაძე დეტალებით