ხვალინდელი გეგმა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული - მელია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "რეჟიმი".
მისივე თქმით, ბრძოლის ფორმები კიდევ უფრო გამწვავდება.
რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ხვალ, ხვალ იქნება ცნობილი, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე"- განაცხადა ნიკა მელიამ "რეაქციაში" სტუმრობისას.
მისივე განცხადებით, "რეჟიმს" მოქალაქეების ღელვა არაფრად მიაჩნია:
ვცდილობ, რომ მე ხელისუფლება არ ვუწოდო. მესმის, რომ შეიძლება, კიდევ არის შემორჩენილი თქვენი ტელევიზიის მაყურებელი, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებაა, თუნდაც ბრუტალური და არა რეჟიმი. მე ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმია, რომელსაც არაფრად მიაჩნია, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქე ღელავს, მიუხედავად იმისა, არის ცალკე აღებული პოლიტიკოსის, პარტიის მხარდამჭერი, თუ არა"- თქვა მან.
ამიტომ, მე ვალდებულად ვთვლი საკუთარ თავს, რომ ბრძოლის ფორმები კიდევ უფრო გაამწვავოს"- თქვა მელიამ.