პაპუაშვილი აღიარებს რომ EU-ში გასამგზავრებლად ვიზის აღება უწევს
შალვა პაპუაშვილი აღიარებს, რომ ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზის აღება უწევს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა ვიზიტით არაერთხელ იყო ევროკავშირში და ვიზაც აიღო.
...[დიპლომატიურ პასპორტებზე] სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათა შორის, არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში სხვადასხვა ვიზიტით, ვიზაც ავიღე... ასე რომ, ტყუილად ნუ გვაშინებენ რაღაც დრაკონული პროცედურებით..." - თქვა პაპუაშვილმა. [შიფრი: "მთავარი"]