სააკაშვილის დედა ციხისკენ დაიძრა - გიული ალასანია სავარაუდოდ, შვილს მოინახულებს
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებისკენ დაიძრა.
ის სავარაუდოდ, რეანიმაციულ განყოფილებაში შევა და შვილს მოინახულებს.
მანამდე გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა და მინისტრ ტიკარაძეს შეხვდა.
რამდენიმე საათის წინ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკიდურესად დამძიმდა, მოშიმშილე პატიმარმა ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დატოვა.